Сообщения

Сообщения за июль, 2018

მეცხრე დღე

მეცხრე დღეს განვიხილეთ მოდული 8 .სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება.მოვახერხე ჩემი პორტფოლიოს თვალის გადავლება, ავტვირთე დრაივზე ,ჩავსვი ბლოგზე  ტრენინგმა მასწავლა როგორ დავგეგმო, როგორ განვახორციელო, როგორ ჩავრთო მოსწავლეები პროექტში.ტრენინგი იყო მეტად მნიშვნელოვანი ჩემთვის ვისწავლე ბევრი რამ და მიუხედავად ჩემი ფიზიკური მდგომარეობისა მაინც ხალისითდიდი  ვერთვებოდი სამუშაოებში.დიდი მადლობა ტრენერს ასეთი თავდაუზოგავი შრომისთვის და თანადგომისთვის

დღე მერვე

 ტრენინგის მერვე დღე ,განვიხილეთ  მოდული 7ფასილიტაცია ტექნოლოგიებით ,კითხვების დასმა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი  სააზროვნო უნარების წახალისებისათვის,განვიხილეთ და ჩამოვქაჩეთ  ასევე ფასილიტაციის რესურსების შექმნა.განვიხილეთ პროექტის სრული გეგმა ,ვისაუბრეთ პრეზენტაციის ნაწილზე.რეფლექსია ჩემს სასწავლო პროექტზე სრულად,ჩამოვქაჩეთ პორთფოლიოს ჩეკლისტი და პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.ტრენინგი იყო მეტად საინტერესო და შრომატევადი მადლობა ტრენერს

დღე მეშვიდე

დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მოდული მეექვსე მოვახდინეთ სავარაუდო პრეზენტაციების  შეფასება კომენტარებით მოვახდინეთ უკუკავშირი. ავტვირთეთ ბლოგზე მოსწავლის სავარაუდო პასუხები.გავეცანით კითხვარებს დიფერენცირებულ სწავლებაზე ,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების გაზიარება და შეფასება,ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით ასევე განვიხილეთ თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებში მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით, მასალების მომზადება  მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით.ტრენინგი იყო შრომატევადი მაგრამ ძალიან საინტერესო

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია

დღე მეექვსე

დღე მეექვსე დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მოდული 5: მოსწავლის პროექტის შეფასება ,განვიხილეთ აქტივობა 1:შეფასების სტრატეგიების განხილვა,სადაც განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები, ასევე აქტივობა 2:მოსწავლეთა შეფასების ფორმების  შედგენა ვისწავლეთ როგორ შევაფასოთ მოსწავლის ნაშრომი.თითოეული ტრენინგი არის მნიშვნელოვანი ჩემთვის

მეოთხე დღე

მოვახდინეთ ზოგადი და თემატური შინაარსობრივი კითხვების დახვეწა ასევე მოვახდინეთ შეფასების ფორმების განხილვა.შუქი გამოირთო ამიტომ ვერ შევძელით განმავითარებელი და განმსაზღვრელი ფორმების შევსება ვერ ავტვირთეთ რეფლექსია მეოთხე დღის შესაბამისად მოვახდინეთ რეფლექსიის ატვირთვა მეხუთე დღეს. მეხუთე დგეს მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია და მისი ჩაშენება.გავეცანით საავტორო უფლებებს, ვიმუშავეთ ტესტზე,ასევე ვიმუშავეთ მოსწავლის ნაშრომის შექმნაზე.დავალებად მოგვეცა კოლეგების ნაშრომების შეფასება უკუკავშირის გაკეთება დღევამდელი ტრენინგი იყო მეტად საინტერესი და შრომატევადი,ბევრი რამ რაც ჩემთვის უცნუბი იყო საკმაოდ კარგად გავიგე მადლობა ტრენერს.

სასწავლო პროექტის პრეზენტაცია

დღე მესამე რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მოდული 2 ; სასწავლო პროექტის დაგეგმვა მეორე და მესამე აქტივობა.რომელიც ითვალისწინებდა სტანდარტის განსაზღვრას პროექტის გეგმის მიზნების შემუშავებას,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფირმულირებას,განახლებული ბლუმის ტაქსონომია შევაჯერე ყველაფერი ჩემს პროტექტთან მიმართებაში და მოვათავსე ჩემს ბლოგზე. ტრენინგი იყო მეტად მნიშვნელოვანი მადლობა ტრენერს.